აი ასეთია ჩვენი საქართველო ახლა

ჩემი საქართველო,
ახლა ამ დღეშია.
ნორჩად ამოყრილი,
იმ ხის ფულუროში.
მისი დიდება,
რომ დღემდე ცას ეხება.
ჟამთა მეხთატეხა
ზედ რომ დაიმსხვრია.
მატლთა შემოსევამ
გული შეუჭამა.
და ამ ამოხრულში
ნერგი აღმოცენდა.
გრიგალთ შერკინებით,
მასში მოხვედრილი
თესლით.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-