ამოვიდა, იყვავილა, მზემ დახედა…

ამოვიდა, იყვავილა, მზემ დახედა,
მერე მთვარემ.
​ვარსკვლავებმაც გაუღიმეს,
გაიოცა არემარემ…
​- აქ რა უნდა?
​ეს ვინ არის?
– იუცხოვა უცხო, არემ!
– გრიგალებმა გამიტაცეს,
​ცხრა მთას იქით ვიყავ ბარემ.
​ჩემი თესლი აქ გაღვივდა,
აღმოვცენდი, გავიხარე…
​სხვა სამკვიდრო მე არ მარგეს,
​ჩემმა მზემ და ჩემმა მთვარემ…
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-