ამ ვირუსს სიჩუმის ხმა მოაქვს

ამ ვირუსს სიჩუმის ხმა მოაქვს,
ქუჩებში შიში თარეშობს!
სანამ შენს კართან ჩაივლის,
​მოწესრიგდი და დადექ შორს!
თითქოს იქ, ზევით, იციან
​თუ არ შევცვალეთ ჩვევები,
​ეს არის რეპეტიცია,
​წინ გველის გამოწვევები…
ვინც ვერ გაუძლებს, მოწყვლადი
ხდება მთლიანად ერები.
​​თავს გავუფრთხილდეთ ყველამ და ​
​ხშირად ვიბანოთ ხელები!​..
​მადლობა დიად ექიმებს,
​ჩვენი სიციცხლის მცველები,
​ისე გმირულად გვიცავენ,
​თვალს მოგვადგება ცრემლები…
​ეს ბრძოლის ველი სხვა არის,
​აჩრდილთ უპყრიათ ცელები,
მათი არმია ზღვა არის,
​ხალხი გყავს ასაცრელები…
​თუ დროზე გვექნა წამალი,
​არ დაგვჭირდება სამალი!

-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-