ამ ვირუსს…

ამ ვირუსს სიჩუმის ხმა მოაქვს,
ქუჩებში შიში თარეშობს!
სანამ შენს კართან ჩაივლის,
​მოწესრიგდი და დადექ შორს!
თითქოს იქ, ზევით, იციან
​თუ არ შევცვალეთ ჩვევები,
​ეს არის რეპეტიცია,
​წინ გველის გამოწვევები…
ვინც ვერ გაუძლებს, მოწყვლადი
ხდება მთლიანად ერები.
​​თავს გავუფრთხილდეთ ყველამ და ​
შორს ვირუსისგან ხელები!​.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-