ბევრჯერ ვეცადე, რომ მტერი…

ბევრჯერ ვეცადე, რომ მტერი,
კეთილ მოკეთედ მეხადა,
მაგრამ სიკეთე, მეტწილად,
ბოროტად გადამეხადა…
თუ რამ გავეცი, არ ვნანობ,
თუნდ თავს დამატყდეს მეხადა!
სხვა გზა არ მქონდა, ასე მწამს,
ვცადე და უნდა მეცადა.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-