ბევრჯერ ვიყეფე…

ბევრჯერ ვიყეფე, ვიყეფე,
ბევრი ვიყმუვლე, – ტყვილადა!
ამით ვერაფერს ვეწიე,
მეყოფა გაკვეთილადა.
​თქვენც იმას გირჩევთ ბოკვრებო,
​რაც მეც მასწავლა ცხოვრებამ.
ყველამ თავისას მიხედოს,
მამა აბრამის ცხონებამ.
​ვისაც ჩავაცვი – გამხადა,
ვისაც ვაჭამე – შემჭამა!
​მგელი გაწყვიტეს, ვენახი
​უპატრონო თხამ შეჭამა.
​ასე იტყოდა ლუხუმი,
რომ არ ეწადა აღდგომა.
“ეღირსებაო ლუხუმსა
​ლაშარის გორზე შადგომა?!“
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-