ბექთარო

ბექთარო!
​შენი იმედი მქონდეს თუ
​ძებნა დავუწყო სხვასაო?!
ვხედავ, მტლედ შესატოპია
​ამ საცოდვილო ზღვასაო.
​სიტყვას არ გატეხს ვაჟკაცი,
მისდევს სიმართლის გზასაო.
მანდ, ზღვაში, ვინღა მოგვხედავს,
ვის დავკარგვივართ, რასაო.
​ბევრი იმედა ჩავკარგეთ,
​თავს ვტირით, განა სხვასაო.
​იმათ რა უჭირთ, ლხინობენ.
​გაგვყიდნენ როგორც თხასაო.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-