გადაგიარეს, გადაგიარეს, გადაგიარეს!

გადაგიარეს, გადაგიარეს, გადაგიარეს!
და აღარ გვინდა ჯურღმულს ვეგდო, ისე ვიცქირო?
ჩემს გასახარად შენს წილად ხომ გრამიც არ ჩადე,
ძალა არ შემწევს იარები, რომ მოგირჩინო…

ჰო, როცა ძალა მეცლებოდა გევედრებოდი,
​ჩემთვისაც მცირე გეწილადა ნასუფრალიდან.
​შენ ზეიმობდი გამარჯვებას, ხოტბით ტკბებოდი,
​დღეს კი უგულო გგონივარ და ჩემზე მწყრალი ხარ!

სად არის შენი ამფსონები, მეინახენნი?
​ნახე რა უცებ გადაბარგდნენ სხვათა ბანაკში?!.
​მეკერმეობას დაჩვეულნი სვავურ შეგრძნებით,
ახლა დიდებას აგრძელებენ ახალ ალაგში…

მეც გული მტკივა, რომ ვიგრძენი უღვთო დაცემა,
​ისევ მე შეგრჩი ერთად-ერთი გულნაიარევს,
სათავეშივე დაიგეგმა შენი გაცემა,
​გადაგიარეს, გადაგიარეს, გადაგიარეს!

-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-