გარეთ, წვიმდა…

გარეთ, წვიმდა, ზოგჯერ ცივი ქარია.
(ბუხართან კი გული მისდის ნიგუზალს).
ლამპის შუქზე ზღაპრულს ჰგავდა კერია,
(გამახსენდა გურიაში ყოფნა…)
იდგა წლები შევარდნაძის ეპოქის !
,,ნეტა იმ დროს”
(ბევრი იტყვის, რა ვქნა!)
ომი იყო, გაჭირვებაც იმ დროში,
მაგრამ არა სულიერად დაღლა!
– ვერ გავიგე შევარდნაძეს მისტირი?
– არა, სითბოს, რომ გვაკლია ახლა.
​ -მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-