გვანცა გოგუაძეს…

გ-ანა ველოდი, გავოცდი.
ვ-იფიქრე ხომ არ ვეშლები?!
ა-ხლა ვის რაში სჭირდებათ.
ნ-ეტა ეს, ჩემი ლესები…
ც-აც მიწას ეკვრის, ზღვის სადარ,
ა-ვმაღლდი, ბურუსს ვეშვები…

გ-ორს იქით მიხმობს მზისა და
ო-ჰ ისევ ფსკერზე ვეშვები…
გ-ანა ასეთი კარგი ვარ?!
უ-თუოდ სხვაში ვეშლები.
ა-ხლა ისეთი დრო არის,
ძ-ნელად ფონს ვლახავთ ლექსებით…
ე-ჰ ნეტავ რაში ვვარგივარ,
ს-რულიად უწყლო ფესვებით.
– მერ ‘ფი –

P.S.
დღეს 2021 წლის 29 ივლისს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი გვანცა გოგუაძე დამიკავშირდა
და მის გადაცემაში „ახალი შუადღე“ ჩემს შემოქმედებაზე სასაუბროდ მიმიწვია.

ავტორი: -მერ'ფი-