დაჰქრის ფანტომი

დაქრის ფანტომი,
ფანტასმაგორიებს მოუცვია მთელი ბნელეთი.
არის ნახტომი,და მტრედისფერად გარდაისახა
ცა და ხმელეთი.
აენთო დილა,
ჩანს რეალობა წამოადგა ხილულ სამყაროს.
ჯერ კიდევ გრილა,
მზეს ჯერ არა სურს სიმხურვალე მიწას ახაროს.
გაისმის სოლო,
და ფრინველების შეწყობილი გუნდში გალობა.
დღეს არის ბოლო,
უკანასკნელი გვალვობისთვის სავსე მთვარობა.
წვიმა წამოვა.
ცის ყვავილობა ველად ჩამოვა.
– მერფი

ავტორი: -მერ'ფი-