დღეს გაიმარჯვე, კვარცხლბეკზე დადექ!

დღეს გაიმარჯვე, კვარცხლბეკზე დადექ!
​ხვალ?.. ხვალ გაიმარჯვებ?..
​რამდენჯერ ახვალ ნანატრ კვარცხლბეკზე?
​მერე ოდესაც მოგწყინდება ზემოდან ცქერა,
გაჩერდები და მძიმედ მოგხვდება…
გამარჯვებები კადრებად რჩება შენს ისტორიას.
მერე რა ხდება?
​შენზე ჰყვებოდნენ ათასგვარად ამბავს,
ტყუილს თუ მართალს.
​დრო კი მიდის და
წინ რა დაგხვდება?..
შენი ამალა სხვა გმირებს ხვდება.
და ასე ხდები ჩამოწერილი, ეპოქის გმირი!
​გმირი, რომელიც სულ არ სჭირდება
​დამდგარ დროებას!..
​და მაშინ დგება ბოლო გამოცდა,
​როცა გმირისგან სევდის მომგვრელი
ძალამიხდილი ​მოხუცი რჩება.
​ბოლოს მოხუცი, უპატრონო,მივიწყებული,
​ქუჩაში კვდება…
ღმერთმა გაშოროს ასეთი ბედი.
ამ ქვეყნად მხოლოდ ერთხელ მოხვედი…
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-