დღეს „კორონა“ საშიშია…

დღეს „კორონა“ საშიშია,
ვიდრე შავი ჭირიო!
ხო და ვინც სხვას გეიძახის
მოარიდეთ პირიო!
ხვალინდელ ცრემლს გვირჩევნია
დღევანდელი წყენაო,
მერე უკვე გვიანია
თავში ხელის შენაო!..
შარაგზები დეიკეტა,
გადაიდოს ლხენაო.
სახლში დარჩით გეყურებათ?!
რაღას უცდით ნენაო!..
ახლა გვინდა დახმარებათ,
სიშორე და თმენაო.
გევისტუმროთ მოუსვლელში,
ცოცხლათ ვიყოთ ყველაო,
მერე ერთხმათ შემოვძახოთ
აბა-დელი-დელაო!..
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-