დღეს ყველა ბრძენი იძახის…

დღეს ყველა ბრძენი იძახის,
​ქალი არის თუ კაცია:
​- რუსეთს რას აძლევს ქართული
​მიწების ოკუპაცია?!.
როგორ მინდოდა გვეხილა,
​ყველგან, მშვიდობის პარტია…
​რომ უსასრულოდ არ გვეთქვა:
​რუსეთი ოკუპანტია!..
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-