ერთად!

ეს არის ჩვენი შემოქმედება,
ერთად გავწიოთ ქველმოქმედება!
თქვენც რომ გადადგათ ნაბიჯი ერთი,
არ დაგივიწყებთ სიკეთეს ღმერთი.
ჩავკიდოთ რწმენით ხელები მათ ხელს,
ხელები – მათ ხელს, ხელები – მათ ხელს,
ხელები მათ ხელს, ვისაც ჭირდება…
როგორც ტალღები ვრცელდება ქარში,
და ძლიერდება მათი დინება.
კარიდან – კარზე, სახლიდან – სახლში.
ვნერგოთ სიკეთის გამოვლინება.
თუ ვინმეს შია, სცივა, სწყურია,
მოელის ნუგეშს, სევდა ერევა.
მოდი, გავუყოთ ნატრულს ულუფა
და გასაჭირი ვერ მოერევა.
ჩავკიდოთ რწმენით ხელები მათ ხელს,
ხელები – მათ ხელს, ხელები – მათ ხელს,
ხელები მათ ხელს, ვისაც ჭირდება…
როგორც ტალღები ვრცელდება ქარში,
და ძლიერდება მათი დინება.
კარიდან – კარზე, სახლიდან – სახლში.
ვნეგოთ სიკეთის გამოვლინება!

ავტორი: -მერ'ფი-