ერო!..

ერო!- ჩემო მშვენიერო ერო,
ჩემო მშვენიერო…
შენთვის მუდამ მომღიმარი,
შენთვის მინდა რომ ვიმღერო.
ერო! – მტერი შინად გამოსულა,
როგორ დაგაჯერო?!
ქართველს ქართველი ძირს უთხრის,
რა რიდ შევაჩერო?..
ღმერთი ასე არ შეგვისმენს ,
გონს მოვეგოთ ერო!
თითო კაცად ჩაგვეშალა
ტურფა საქართველო…
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-