ესეც გადაივლის მეგობარო…

ესეც გადაივლის მეგობარო,
კმარა ამდენი დარდი!..
​დროა სამყაროს შეეხო და
​იგრძნო სურნელი ვარდის!..
​ისევ მოგვადგა გაზაფხული,
​ისევ აშრიალდა ტყეები.
​გაცოცხლდა ბუნება დაზაფრული,
ნაზად აყვავილდა უსახური ხეებიც…
​შენ კი ისევ სახლში ზიხარ შებარგული,
და​ ​ებრძვი საკუთარ ფიქრებს.
საფიქრს რა გამოლევს მეგობარო,
კარგზე ვიოცნებოთ იქნებ!
​გარეთ გაზაფხული მძვინვარებს და
სიცოცხლე ძალას იკრებს!..
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-