ეს ცხოვრება სპექტაკლია…

ეს ცხოვრება სპექტაკლია,
რეჟისორი არის ზენა!
თუ თამაშის თავი არ გაქვს,
სცენაზე რას იწევ ნენა?!.
ეს ცხოვრება სპექტაკლია, ​
ხშირად ვიცვლით მთავარ როლებს…
ხან აღმა და ხანაც დაღმა
​ბედისწერა დაგვაქროლებს!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-