ზვავმა თქვა…

ზვავმა თქვა:
– რასა ვგუგუნებ, რადა ვარ ასე ზნეული?!.
მიჯობდა ღრუბლად მოსვლა და მქონოდა ძალა გრძნეული!
სიცოცხლეს ასაზრდოვებდა
ეს ჩემი ზორბა სხეული,
დამლოცდნენ…
გაიხარებდა ამ ქვეყნად მწყურვალ-სნეული!..
. -მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-