ზოგს, ავსულს…

ზოგს, ავსულს, ნეტა ასეთი
​რა მაგნიტი აქვს დაბედებული,
ღამეს გამოქცეული,
ჭრაქის შუქზე
მოფარფატე ფარვანებივით,
​რომ იზიდავს ამდენ ხალხს…
​ფარვანა, რომელიც გაურბის თალხს,
აგერ პირდაპირ ცეცხლის ალში
​იწვის და კვდება!
​ვთქვათ და ფარვანა ვერაფერს ხვდება,
​ადამიანი?
​თან როცა ამჩნევს თვალწინ რაც ხდება…
​ჰო და ეს მიკვირს,
რატომ არის, რომ ადამიანიც „ფარვანა“ ხდება?
​ -მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-