ზოგს ჰგონია …

ზოგს ჰგონია:
აბა ტაში, აბა ტაში,
დღეიდან ვარ უსტაბაში!
მაგრამ ისევ ის -მერ’ფი- ვარ,
ისევ დავიდარაბაში…
ახლა რა ვქნა?
დავიბენი მოლოცვების მარაქაში…
განდიდება ზედმეტია,
უანგარო ვრჩები ქმნაში.
რა სიკეთეც მინაწილეთ,
ღმერთმა ასად დაგიბრუნოთ,
მოიხმარეთ ბარაქაში!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-