თავის უფლება

ქონება არ არის მთავარი ბედნიერებისთვის.
მთავარი არც ის არის, რომ რაც გინდოდეს ის გააკეთო.
მთავარია, იმას რომ არ აკეთებ და არ გაკეთებინებენ, რაც არ გინდა!
ეს დიდი ფუფუნებაა.თვით მეფეებსაც კი არ ჰქონდათ ამის საშუალება ხშირად…
– .მეფე ხარ და ხამს!
– მეფე ხარ და გევალება!
– მეფე ხარ და სხვაგვარად არ გძალუძს !..
ეეჰ, რამდენ მეფეს უნატრია მდაბიოთა თავისუფლება ვინ იცის ?
ასე რომ ბედნიერი ხარ „ჰო“-ს და „არა“-ს თქმა რომ შეგიძლია ჩემო კარგო, არა?
დედამიწაზე მილიარდებს წართმეული აქვთ ეგ ბედნიერება!…
მაგრამ გაფრთხილდი, სულში თუ შეგეპარა კერპთ თაყვანისცემა,
მორჩა ნანატრი თავისუფლება. მონა მონაა და ფულის მონაც ხომ მონაა ფულის?!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-