თავი მწერალი მგონია.

თავი მწერალი მგონია.
ზოგჯერ ვამაყობ ამითა.
ზოგჯერ კი, რომ დავფიქრდები,
თავდაჯერების წამითა …
არარაობა დამცინებს,
უსაზღვრო გალაქტიონი.
ჩემ გულის ხმაზედ ზარს რეკენ
ოშკში, ბანას თუ სიონით…
მას მინიშნება რაღა აქვს?
ხმები ჩამესმას ზარისა.
მუზა მაბარეს მხედრებმა,
ვეფხისტყაოსნის გვარისა.
მათ პანთეონში ადგილი,
ნუთუ ჩემთვისაც არისა ?!.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-