ფარ-ხმალ-მუზარად მაგიერ

ფარ-ხმალ-მუზარად მაგიერ
ყანწი შემოგვრჩა ხელში.
სამშობლოს ლოცვა დაგვირჩა
ღვინის გადაკვრა ყელში.
ხშირად მოყვარეს ვაგულებთ
დაუძინებელ მტერში.
თუ ასე დიდხანს გაგრძელდა
ვინღა დარჩება ჩვენში?!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-