იესო

შენ ხარ ვენახი უდაბნოში აყვავებული
და შენს წიაღში აღმოცენდა ვაზის გენია.
შენ ხარ სასმისი უკვდავებით განსხვავებული
და შენს გარეშე თვით უკვდავებაც არაფერია.
შენ აიტანე რაც ვერ ზიდა კაცობრიობამ,
რომ უდაბურშიც გაეხარა ვაზის უჭკნობ ნერგს.
შენი სახელი მარადი და სიყვარულია…
დიდება შენდა სახიერო,
დიდება ღმერთს!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-