იოსები (ქირურგი) გივი ვეტექიმთან მივიდა…

იოსები (ქირურგი) გივი ვეტექიმთან მივიდა, რადგანაც გივი ცუდად გრძნობდა თავს…
– რა გჭირს?
– მე საქონელთან, რომ მივდივარ ვეკითხები რა გჭირსო? – დეიჭყანა გივიმ 🙂
– კაი მეიცა აფერი არ მითხრა – მიუგო იოსებმა და გულდასმით გასინჯა, მერე გივის მეუღლეს დოუძახა და დაარიგა:
-ა, ცა აი წამლები დაალევიე. სამი დღეი უყურე და თუ სასიკეთო პირი არ დეიტყო – დაკალი! არ იზარალო 😅…
(ისე უთხრა , რაფერც გივიმ პირუტყვის მეპატრონეებიზა იცოდა თქმაი) 🤣 🤣 🤣
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-