იქნებ დღესაა ის დრო !!!

მთელი ცხოვრება მშვენიერი დროისთვის ვემზადებით.
ვითმენთ და ვესწრაფვით,
ვწირავთ უამრავ ლამაზ წუთებსა და
ჯაფას არ ვიკლებთ იმ დროის დადგომის მოლოდინში.
არადა ვინ იცის
იქნებ სწორედ ესაა ყველაზე მშვენიერი დრო შენს ცხოვრებაში.
და ისიც ისე გაივლის,
რომ მომავლის მოლოდინით გაბრუებულმა,
იქნებ ვერც შეიგრძნო მისი მობრძანება
და არ დასდო ღირსეული
ფასი !!!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-