იჭვი ვით ხიჭვი…

იჭვი ვით ხიჭვი თუ ჩაესო მახინჯ გონებას,
​ის ენერგია რაც სჭირდება მის გაქარწყლებას,
წყალბადის ბობმის ტოლფასია როგორც ასეთი…
​სად არის მერე ამდენი ძალა,
წინ ​რომ აღუდგეს მკვლელ ცრუ ბრალდებებს?
​და ეწირება ათასობით ეჭვიანობის უაზრო სცენებს!..
​ზოგი ჩაქოლეს, ზოგი დაწვეს და ზოგიც სცემეს ბოლო სუნთქვამდე,
მხოლოდ იმისთვის, რომ ლამაზია…
წყევლად უქციეს მათ მოკეთეს ის სილამაზე!
მშვენიერებას საკუთრებად რომ მიითვლის მახინჯი სულით,
სწორედ იქ ხდება სილამაზის დასამარება!
ღმერთო გვაკმარე ხიწვიანი გადაგვარება,
ამდენი ცოდვით სამყარო იწვის…
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-