კალანდა

უპრიკინებდა მაჭახელასო გურული.
მოდისო კალანდა!
ექო დაშლილი,
მთას მოსხლეტილი
აზანზარებდა
გასანთლული ქაღალდის სარკმელს!
ბწკალა მიდგმული,
ჯოხს დაყრდნობილი ბერიკაცივით,
თავზე ოჭვათო, ​
ცინკის ყაბალახ​ შემოხვეული,
წაფერდებული ჩალის ზვინებით,
ზვინებთან ჭურით,
ჭურთან ნალიით.
ნალიის ძირში
ჩამოკიდული გიდელის რწევით,
საცხა მთის წვერზე შესკუპული
ციხე კოშკივით,
კოლხეთის დაბლობს გაჰყურებდა
​გურული ოდა.
გარეთ კი თოვდა...
თოვდა კალანდას.
თოვდა და თოვდა.

-მერ'ფი-
ავტორი: -მერ'ფი-