კიტრმა რა იცის…

კიტრმა რა იცის სხვა თუ რწყავს,
წყალი საიდან უხვდება…
უწყლოდ ნაყოფს ვერ მოისხამს
უდაბნო თუ დაუხვდება.
ჰოდა ვინც თავს დებს კიტრადა,
უწყლოა კაპეიკადა!
მწნილადაც აღარ ივარგებს,
არ გამოდგება თივადა…
მამლის ყივილი ცას წვდება,
მაგრამ გვიხდება წვიმადა?!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-