კორონა და ფაროსანა შეესია გურიასო…

კორონა და ფაროსანა
შეესია გურიასო.
მაკვარანცხობს, რაი უნდა​
გადამთიელ მურიანსო?!..
ჭურში ღვინო დაწურული,
გახდა სუფთა არაკიო.
ადესისგან ორნახადი
შეგვრჩა მარტო არაყიო.
კაკოია მამათელო​
​გეიხსენე დილდილასო,
ჭურის თავში რომ დაჯდები,
დეიკავებ ჭინჭილასო,
ჭაჭის გულთქმით მეიქარვებ
კრიმანჭულა პრინჭილასო?!.
-მერ’ფი-
No photo description available.
ავტორი: -მერ'ფი-