ლანდებად ქცეულა ბინდბუნდში სიტყვები…

ლანდებად ქცეულა ბინდბუნდში სიტყვები,
ლანდებად ქცეულა ხატება ციური.
შემწყდარა დინება ჟამთა მკვებავი,
შემწყდარა დიდება ღვთის ფარად მღებავი.
დარჩენილ ყვავილებს ობობას ქსელები,
მახედ დაუგებს ზეცისკენ მიმავალს.
ფრესკები დაცრეცილ წარსულს მოჰყვება,
და ყურის გდება იქნება ძნელი…
აღმართულ ტაძრებზე ბინდბუნდი ეშვება,
და ძილი წაიღებს დაბანგულ თვალებს,
რა ვუყო, რა ვუყო, რა ვუყო, რა ვუყო,
რა ვუყო გუგუნებს ამ ლამაზ ალებს…
მიზიდვის ძალები ზეციდან ნაშორებს,
მიზიდვის ძალები მიწაზე ჩოქებით.
კიდევ რომ ყვავილებს ობობას ქსელები,
მახედ დაუგებს ზეცისკენ მიმავალს.
რა ვუყოთ, რა ვუყოთ, რა ვუყოთ, რა ვუყოთ,
რა ვუყოთ – გრიალებს ამ ტიალ ქვეყანას!

– მერ’ფი –

ავტორი: -მერ'ფი-