ლექსო არ დაიკარგები

ლექსო არ დაიკარგები,
თუნდაც მოგიკვდეს პატრონი.
სულაც არავინ იცოდეს,
არავინ იყოს გამგონი!
მეუბნებიან არ გინდა?
რატომ არ იხვეჭ სახელსო?
განა სახელის მოხვეჭით
უკეთ თუ ვიტყვი სათქმელსო ?!
მე კი არა ვარ პოეტი,
მაღლა ცა, დაბლა მთებია !
ნუთუ, მწვერვალებს, გინახავთ
თვით დიდებაზე ჰყვებიან ?!
აღმოაჩინე , დაიპყარ,
თუ ვინმე მისთვის ტვირთს ზიდავს.
თუნდაც ვერასდროს მიუწვდე,
მზე რომ მზე არის, გიზიდავს!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-