მამა წამართვა სიკვდილმა…

მამა წამართვა სიკვდილმა,
ტანჯა და წაიყვანაო.
მეხსიერება წაართვა,
უგონოდ გაიყვანაო…
ცოცხალსაც ვერ მოვუსწარი,
გულს მსერავს, როგორც დანაო!
სულ შვილიშვილებს ნატრობდა,
დრომ ესეც დაინანაო!..
ბოლო სიტყვები ეს უთქვამს
– სახლში მივდივარ ნანა- ო…
ღმერთი ნათელში გამყოფებს,
კეთილს გაგწირავს განაო.
… მამა წამართვა სიკვდილმა,
ტანჯული წაიყვანაო… 😢
-მერ’ფი-
ავტორი: -მერ'ფი-