მამულს თუ ვერ მოუარეთ…

მამულს თუ ვერ მოუარეთ
ნარ-ეკალი ამოვა.
თუ სამშობლო მოვიძულეთ
არაფერი გამოვა!
გაზაფხულზე თესლი გაცდა,
შემოდგომას რა მოვა?
მოლოდინში გული გაცვდა
ეს წავა და სხვა მოვა…
მოვა ისევ ნარ-ეკალი,
სულ თავისით ამოვა.
თათქარიძის ნასახლარზე
შადიმანი ჩამოვა!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-