მახე მიმზიდველი უნდა იყოს…

მახე მიმზიდველი უნდა იყოს,
არ უნდა უჩანდეს ნამდვილი სახე.
მახე მიმზიდველი ვერ იქნება,
მოქმედებაში თუ ერთხელ ნახე…
მაგრამ ხშირად მაინც რჩება მიმზიდველი.
– ნეტა რა ხილია, რა ხე?
ამბობენ გულადად და მახეში გაბმულებს
სიმწრით ეღრიცებათ სახე!
ცხოვრებამ რამდენჯერ უნდა შემოგცხოს ,
რომ მიხვდე გაილახე!
შეეშვი ეშმაკის დევნას და მიგებას,
ხშირად დევნაშია მახე!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-