მგელს თუ ეშინია მგლობის…

მგელს თუ ეშინია მგლობის,
მგელი ვერ იქცევა მგლურად!
გორგასლიანების მტრები,
მუდამ გარს გვეხვივნენ მტრულად!
მთებში მგელი არის მეფე,
ლომი რას გაუძლებს ყინვას.
მგლურად თუ არ დაიყეფებ,
ზვავი ვერ მოსწყდება მყინვარს!
მგელთან უნდა იყო მგელი,
ლომსაც უნდა დახვდე გულად!
მტერი მტერია და მტრებიც
პატივს იმსახურებს მტრულად!..
ალგეთს, მგლის ლეკვი გყოლია,
რომ ლომგულობა სწადია,..
„ლეკვი ლომისა სწორია
ძუ იყოს თუნდაც ხვადია“ !
-მერ’ფი-

P.S.
„კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან –
ჯავრი შაშჭამონ მტრისანი!“
– ხალხური –

ავტორი: -მერ'ფი-