მედიტაცია

გაიხსნა!რაღაც შინაგანი მოძრაობით, შეწყდა დაძაბული ნერვის შეტოკება.სუსტი, მოცახცახე, ცისფერი სხივი, ჩაიქცა მთელ სხეულში.მილიარდობით ნაწილაკი, თავისი რიტმით, განაგრძობდა სიცოცხლისათვის ბრძოლის მომქანცველ გზას. მილიარდობით მოლეკულა, ორგანიზებულად დაჯგუფებული, ქმნიდა ერთ მთლიან სხეულს, სხეულს რომელსაც ადამიანი ჰქვია.ამ ძალამ შეძლო აეწყო მექანიზმი, ამ ძალამ მოიყვანა სიცოცხლე მოძრაობაში და თვისებები დააფიქსირა… ადამიანი სამყაროა!
ფანჯარასთან უსასრულო მუქი სივრცეა. მოტორების, მოგუგუნე, მთელი არმია, კიდევ უფრო ამუქებს განცდებს. ათასობით, ქაოსურად ირევა ქუჩებში. ათასებს თავისი გზა აქვს გასავლელი. და მაინც, ამ ქაოსში იქმნება ორგანიზებული სახე კაცობრიობის. იგი სხეულია, გალაქტიკების გარსში მოქცეული. სახე ხილული უსასრულობის. ხდება მარადიული კვდომა-განახლების პროცესია და სახეცვლა. ამ უამრავ ორგანიზმში, თითოეულს თავისი აკისრია. თითოეული მოიცავს ზეგავლენის არეს. არის „მეტად მნიშვნელოვანი“-ს და „ნაკლებად მნიშვნელოვანი“-ს გადანაწილება. ძალა, ადამიანის მიგნებული. სტრუქტურა, უმძლავრესი მიკროსკოპებით დაკვირვებადი, ჰგავს სამყაროს სტრუქტურას.ენერგიები ენერგიათა ჯამის ტოლია…
სამყარო ქაოსს ვერ იტანს… ქარი ქრის – მილიარდობით ნაწილაკი გაიხარებს. ნაწილაკები – გვირგვინი სამყაროს. ნაწილაკები პირამიდებში განაწილდება… გაიხსნა!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-