მელას ლანძღვა და გინება…

მელას ლანძღვა და გინება
აინუნშიაც არ მომდის.
და თუ მელიას ჰგონია,
​მას თავისთავად გამოსდის!
არსად მსმენია მელია
​ემხილოთ ხარის ჭამაში,
​ანდა მარტოკამ რომ შეძლოს,
გარეულიყოს ამაში…
​თუ დამნაშავე მგელია,
შენ რა კუდი გეწვის მელაო?
​რატომ გგონია შენ გლანძღავს
​და შენზე ეჭვობს ყველაო!
ჩანს, ყველი გააგდებინე,
მომრავლდნენ ჩვენში ყვავები.
განა დატოვეს, გაფრინდნენ,
​ქვეყანა ანაყვავები!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-