მე… ახლა ჩანს, რომ…

მე…
ახლა ჩანს,
რომ ნარეკლიან გზაზე გავედი.
უფრო და უფრო იზრდებიან ეკალ-ბარდები.
ბილიკით მთაზე, საცალფეხო…
მაღლა სვლას ვცდილობ.
უფრო მომწყურდა,
ჰო, გულს მიკლავს ჩანერგილი სულში ბზარები.
მე…
მაინც მაღლა, მწვერვალისკენ, ვილტვი და ვჩქარობ,
ვცდილობ შევიგრძნო ეს სამყარო მთელი გაგებით.
კვლავ დამეკარგე, გადაიკარგე, ამას ვერ ვხარობ,
გულს მძიმედ მომხვდა ჩარაზული, შენი კარები.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-