მე ვარ პოეტი უხმო…

მე ვარ პოეტი უხმო,
უბატონო და უყმო…
არსაით ველი მისანს,
მივდევ ზეციურ მიზანს.
ვცდილობ გავექცე თვალებს,
მჩხიბავებსა და ვალებს.
რაა სიცოცხლის არსი,
თუ გაგვიხდება ფარსი,
ხელი არ ახლოთ სკიპტრას !
ვის რაში არგებს ეპყრას,
ჩემი დიდების თასი.
სხვისთვის არა აქვს ფასი…
და, ვარ პოეტი უხმო,
უბატონო და უყმო…
-მერ’ფი-

P.S.
„არც არავის ყმად ვყოფილვარ,
არც არავინ ყრმად მყოლია…
ძველი პური, ძველი ღვინო
წლითი-წლამდის გამყოლია!„
– ხალხური –

ავტორი: -მერ'ფი-