მე ის არა ვარ ვინც ვიყავ…

მე ის არა ვარ ვინც ვიყავ,
​არც ის არა ვარ ვინცა ვარ.
​იცვლება წუთისოფელი,
​მიწა ვიყავ და ცისა ვარ…
​და თუ დღემდე ვარ ცოცხალი,
მიხმობს სამყარო ფერებით.
​ხვალ უსასრულო გავხდები,
უსაზღვროდ მოგეფერებით.
– მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-