დე იმ ქართულს გაუმარჯოს…

დე იმ ქართულსაც გაუმარჯოს
დღეს რომ არ გვახსოვს!
მეგრელს რომ ახსოვს, სვანს რომ ახსოვს,
ლაზს რომ ახსოვს, წარსულს ატყვია!..
მოდი იმ ლოდებს გაუმარჯოს
ხავსი რომ ფარავს,
ხავსს თუ მოაცლი, რომ შეამჩნევ
ნაკორტნ, ნაისრალ, ნალეწ ნატყვიარს!
სრულ საქართველოს გაუმარჯოს,
წარსულს, მომავალს…
მგზავრს გაუმარჯოს,
სამშობლოსთვის,
შორეთიდან აბჯრით მომავალს.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-