მოვა მინისტრი

მოვა მინისტრი, ყურს გიგდებთ.
გეტყვით – გავჩუმდეთ, კმარაო.
​რასაც თქვენ ამბობთ მოვისმენთ,
​მაგრამ ვერ ვიტყვით – არაო!
​რა დროს ბუნების დაცვაა,
​წყალში გვეყრება ფულიო…
თქვენ ვერ გვასწავლით რაცაა,
​სამშობლოს სიყვარულიო!
​თქვენ თავს მიხედოთ ჯობია,
​მჭადით გიხმებათ კუჭია.
​თქვენი მცდელობა, პროტესტი,
წყლის ნაყვაა და ფუჭია!
​-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-