მოთქვამდა ერთი…

მოთქვამდა ერთი:
– კაცები კი არა კაცუნები ვართ.
​ფული ჩვენ არ გვაქვს, ძალა ჩვენ არ გვაქვს.
​ქალებიც საწყლად გადაკარგულან,
ამ ნაოხრალზე თავი ვერ გაგვაქვს!
– მერე?.. რა გინდა?
​- არც არაფერი,
უხმოდ ხომ უფრო დაცულები ვართ!
P.S.
​ცხოვრება ხალხო, ბრძოლაა, ომი,
​და ამ ბრძოლებში იმარჯვებს ლომი!
​თუკი არა ხართ შემტევი ძალის,
​დაგაბეჩავებთ ლოდინი ხვალის…
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-