მცხეთა

აღმართულ ტაძრებზე ჯვრისფერი კვეთა.
ჩუმი ალერსი დაჟამულ კლდეთა.
როგორც ვედრება განდგომილების,
მსურს მოგონება გარდასულ დღეთა…
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მცველო,
კლდეებს ატყვია ათასწლეული.
ამ სტიქიაში აყვაყდი ძელო,
მრავალჟამიერ მირონცხებული…
ეს ისტორია მწველი და ნაზი,
უკან მაბრუნებს გრიგალი ტყეთა.
ვინაც სიცოცხლე შესწირა მიზანს,
შენი დიდება მან ამოჰკვეთა!
აი ამაყობს ერი და ბერი,
უფლის ტაძართან გაოგნდა მტერი.

ავტორი: -მერ'ფი-