ნაცრისფერი მასა…

ნაცრისფერი მასა, სტანდარტები, შტამპი!
და ცოცხალი, მაგრამ ნაცრისფერი გროვა…
სხივი კოსმიური, გაცვეთილი ფრესკა.
მხოლოდ წვიმა ცრემლის, გადარეცხავს ცოდვებს.
წაიკითხავს ვიღაც ჩემს გარითმულ ბოდვებს.
იტყვის:
რა უნდოდა? რისთვის გაიხარჯა?
ქაღალდი და გრძნობა, უქმად დაიხარჯა.
დაედება წიგნებს, ნაცრისფერი მტვერი.
დაუოკელ გრძნობებს შთანთქავს, როგორც მტერი.
მერე ისევ მოვა, ნაცრისფერი გროვა.
ყველაფერი ისევ სულ თავიდან მოვა…
ნაცრისფერი მასა, სტანდარტები, შტამპი!
-მერ’ფი –

ავტორი: -მერ'ფი-