ნეტა ვისი გულქანდი ხარ…

ნეტა ვისი გულქანდი ხარ,
ვისი ნატვრა, გულის ვარდი,
ვისი სევდა და იმედი,
ვისი ცრემლით სავსე დარდი?!
ისე შორს ხარ ვერ გწვდები და
სულში გაჩნდა ეკალ-ბარდი.
შენი ხილვის მოლოდინში,
ღრმა განცდებში გადავვარდი.
აღარ მადევს თვალზე რული…
რა ყოფილა, ეს ოხერი,
სიგიჟეა ალბათ სრული,
არ თქმული და გაგონილი,
არ ნახულის სიყვარული…
. -მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-