ნოოსფერო, ნოოსფერო…

ნოოსფერო, ნოოსფერო,
მიდის წლები, მიდის ერა.
და გრიალში დაწურული
ეპოქების გადამღერა.
ლურჯ სხივებში დაბურული,
გონებისთვის დახურული,
უთქმელი და უსიმღერო,
ნოოსფერო, ნოოსფერო.
კვდომა, ჭვრეტა, გაზაფხული.
დასაწყისის დასასრული.
თეთრი სახე, სახე წმინდა,
დედამიწით ასახული.
ზოგან კვდომა, ზოგან ფეთქვა,
და სამყარო უსასრულო.
უთქმელი და უსიმღერო,
ნოოსფერო… ნოოსფერო!

– მერ’ფი –

ავტორი: -მერ'ფი-