ნუთუ მართლა…

ნუთუ მართლა ვცხოვრობთ ქრისტიანული საბურვლით შეფარულ საწარმართოში…
ბევრჯერ მიფიქრია, დღეს რომ ქრისტე ჩვენს შორის იყოს, ვიქნებოდით მისი ჯვარცმის მოწილენი ?!
როცა ადამიანი საკუთარ ნაყოფს ვერ იცავ საზოგადოებრივი წნეხის შიშით ან და გაურკვეველი მომავლის გამო, და კლავ მუცლად, არდაბადებას უსჯი, იმ წნეხს გაუძლებდით, რაც იმ საზოგადოებაში ტრიალებდა იესოს წინაშე?! როცა პეტრემაც კი ვერ გაბედა თავიდანვე ხმის ამოღება.და ეს ის პეტრე იყო, რომელსაც სარწმუნოების კლდე უწოდა მაცხოვარმა.
და ასე, ვკლავთ საკუთარ შვილებს, ჯვარს ვაკრავთ ქრისტეს. ვახმობთ წინაპართა მონაგარს და თავსაც ვიმართლებთ:
. რა ვაჭამო? როგორ გავზარდო? მარტო გაჩენა ხომ არ არის,? მერე?! ..
მერე ეკლესიაშიც დავდივართ ზოგჯერ. ვტკბებით წირვების სანახაობით. მარხვას ვიცავთ,, ვეზიარებით და ისევ. „მერე“?!..
… ნუთუ მთავარი რიტუალია მხოლოდ!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-